Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო ხაინდრავა![]()
Biography1959 წელს ჩააბარა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სამსახიობო სტუდიაში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1968 წელს. 1960-1969წწ. მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში მსახიობად, რეჟისორის ასისტენტად. 1970-2004წწ. საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. გადაღებულია ფილმებში: "მამულუქი" (დ. რონდელი, 1958, ფრანგი ჯარისკაცი), "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (ყ. მგელაძე, 1965, დურგალი), "პიერი-მილიციის თანამშრომელი" (დ. რონდელი, 1965, მილიციის ლეიტენატი), "შეხვედრა წარსულთან" (ს. დოლიძე, 1966, კულაკი), "ვედრება" (თ. აბულაძე, 1967, ფრაკიანი კაცი), "ჩემი მეგობარი ნოდარი" (დ. რონდელი, 1967, ბილიარდის მოთამაშე), "ბზიანეთი" (ლ. ელიავა, 1968, სოსანა), "განგაში" (ნ. სანიშვილი, 1968, ექიმი), "გელა" (ნ. მჭედლიძე, 1971, ჯარისკაცი), "მოიტაცეს თამარ ქალი" (ლ. გორდელაძე, 1971, მილიციელი), "წუთისოფელი"( შ. მანაგაძე, ნ. მანაგაძე, 1971, დეზერტირი), "მშვენიერი კოსტუმი" (ლ. ელიავა, 1973, ჟიურის წევრი), "შერეკილები" (ე. შენგელაია, 1973, ექიმის თანაშემწე), "ყვარყვარე" (დ. აბაშიძე, 1978, მენშევიკი), "მეცამეტე გოჭი" (რ. ჭარხალაშვილი, 1979, მგზავრი), "შუაკაცი" (გ, ვეფხვაძე, 1984, ძია მიტო), "ლოლიტა" (რ. გიორგობიანი, 1991, მაკლერი), "ლეონარდი"(დ. ნაცვლიშვილი, 1993), "წითელი პატეფონი" (დ. ბაშიძე, 1995, ნოე), "ჯართოსანი" (ნ. გიუნაშვილი, 2008). თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 219-220; mozardi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |