The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ჩაჩხიანი

იური ჩაჩხიანი
ოფიციალური სახელი:ლუდვიგ ჩაჩხიანი
დაბადების თარიღი:1937
გარდაცვ. თარიღი:2002  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1966 წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის ასისტენტი, 1966-1970 წწ. ამავე კათედრის ასპირანტი, 1970-1976 წწ. კვლავ  ფიზიკის კათედრის ასისტენტი, 1976-1987 წწ. ამავე კათედრის დოცენტი. 1987-1990 წწ. მუშაობდა ფიზიკის კათედრის პრობლემურ ლაბორატორიაში სექტორის უფროსად; 1990-1997 წწ. მყარი ტანის ფიზიკის კათედრის გამგედ, ხოლო 1997 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის უფროსად. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.77; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - საქართველოს ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
    საქართელოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    მონოგრაფიებისთვის: "თორიუმის შენადნობებისა და ნაერთების მაგნეტიზმი" (თბილლისი, 1986); 2."ურანის ინტერმეტალური შენაერთები"(თბილისი, 1990)

გააზიარე: