Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა ხალვაში![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1979 და შოთა რუსთაველის სახელობის თეტრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1985 წელს. 1977 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ რეჟისორად. 1997 წლიდან ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში ასწვლის რეჟისურას. 2006 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ტელე-კინო ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, 2007 წლის თებერვლიდან-ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მმართველი. გადაიღო მხატვრული ფილმები: "ექო" (1965), "იქ ჩემთან" (1990), "მიზეზერე" (1996); დოკუმენტური ფილმები: "ჟამი" (1983), "ბათუმი"(1985). მიღებული აქვს მონპელიეს (საფრანგეთი) ხმელთაშუაზღვის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის "ვერცხლის პრიზი"; მიუნხენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის "არსენალი" დიპლომი საუკეთესო რეჟისურისათვის; მიუნხენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის "არრე" ჟიურის სპეციალური პრიზი; ბაბელსბერგის (გერმანია) ახალგაზრდული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო უცხოური ფილმისთვის და სხვა. ზ. ხალვაშის ფილმები ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე. კინორეჟისორი, პოეტ ფრიდონ ხალვაშის შვილი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 220; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; 1tv.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |