The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ღლონტი

ალექსანდრე ღლონტი
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1912
გარდაცვ. თარიღი:1999  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დვაბზუ, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1932 წელს.

1931-1933 წწ. მუშაობდა გაზეთ "კომუნისტის" კულტურული მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1933-1934 წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედკოლეგიის წევრად და განყოფილების გამგედ; 1934-1936 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტი; 1935-1937 წწ. საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის ახალგაზრდობისა და საბავშვო ლიტერატურის განყოფილების გამგე, ამავე წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1935-1940 წწ. და 1947-1980 წწ. იგი ხელმძღვანელობდა დიალექტურ სამეცნიერო ექსპედიციებს გურიაში, ქართლში, კახეთში, მესხეთში, ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, სვანეთში, კოლხეთში, ბორჯომის ხეობაში; 1938-1941 წწ. გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის დეკანი, ასევე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას და იყო საპროფილო დისციპლინების ლექტორი, შეთავსებით მუშაობდა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის დოცენტად; 1941-1945 წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1945-1952 წწ. კვლავ ხელმძღვანელობდა გორის ნ.  ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის კათედრას; 1953-1958 წწ. ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე; 1960-1967 წწ. თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი; 1967-1990 წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის გამგე, 1990 წლიდან  გარდაცვალებამდე - ამავე კათედრის პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს: საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემია (1981), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1985), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1988) და 7 მედალი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.84; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.183; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 112-113

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1995 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • 1961 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • მედალი "სტალინგრადის დაცვისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1961-1993 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისთვის - "ქართული ლექსიკოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის საკითხები'' (2 მონოგრაფია, 12 ლექსიკონი - 15 წიგნად)
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: