The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ვაშაძე

გივი ვაშაძე
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1925
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 2008  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1949 წელს.

1949-1954 წწ. მუშაობდა  საქართველოს  სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის საწარმოო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ინჟინრად, 1955 წლიდან კი ხელმძღვანელ თანამდებობებზეა: 1955-1959 წწ. იყო ლაგოდეხის საყრდენ-საჩვენებელი მანქანა-ტრაქტორთა სადგურის დირექტორი; 1959-1964 წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი; საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფლტექნიკის" თავმჯდომარის მოადგილე. 1965-1972 წწ. არჩეული იყო  საქართველოს კპ წყალტუბოს რაიკომის პირველ მდივნად, საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1972 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს რესპუბლიკური  გაერთიანება "საქსოფლტექნიკის" თავმჯდომარედ და საქართველოს მთავრობის წევრად; 1974-1990 წწ. იყო საკავშირო დაქვემდებარების საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგამოცდო საკვლევი-სამეცნიერო დაწესებულების დირექტორი. არის ორი გამოგონების ავტორი. საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებაში მისი წვლილი  აღნიშნული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელებით, სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: ვაშაძეები.-თბ.,2008

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 და მე-8 მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: