The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დარეჯან ხარშილაძე

დარეჯან ხარშილაძე
Date of birth:7 April, 1952  (73 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1974 წელს. 

1970-1975 წწ. მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართული თეატრის მსახიობია, შესრულებული როლები: ქალბატონი ვანდანი ("ანა ფრანკის დღიური"), თამარი ("თეა და თემო"), ეფროსინე ("ქამუშაძის გაჭირვება"), აგნესა სორელი ("ორლეანელი ქალწული"), ჩიტი, გადია, ქუჩის ბიჭი ("მერი პოპინსი"). 1975 წლიდან – რუსთაველის სახელობის  თეატრში მოღვაწეობს. შესრულებული როლები: ელზა (ე. შვარცი "დრაკონი", რეჟ. რ. სტურუა), გიმნაზიელი გოგონა (გ. სუნდუკიანი "პეპო", რეჟ. დ. ალექსიძე), მხევალი (იაკობ ცურტაველი "შუშანიკის მარტვილობა", რეჟ. ნ. ხატისკაცი), ფლიპოტი (ჟან- ბატისტა მოლიერი "ტარტიუფი", რეჟ. ნ. ხატისკაცი), მეოთხე მხევალი (ა. ვალიეხო "ოცნება", რეჟ. რ. ჩხაიძე), ანოს მეგობარი (თ. ჭილაძე "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", რეჟ. რ. სტურუა), ანო, მდივანი (რ. სტურუა, ა. ვარსიმაშვილი, ლ. ფოფხაძე "ვარიაციები თანამედროვე თემაზე", რეჟ. რ. სტურუა, ა. ვარსიმაშვილი), დარეჯანი (შ. შამანაძე "ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში", რეჟ. გ. სიხარულიძე), ყამარი (შ. შამანაძე "ღია შუშაბანდი", რეჟ. გ. სიხარულიძე), რიგანი (შექსპირი "მეფე ლირი", რეჟ. რ. სტურუა), ანა ("გარეუბნის მარტოსახლი", ავტორი და რეჟისორი – გ. სიხარულიძე), ელენი (ფ. შილერი "მარიამ სტიუარტი", რეჟ. გ. კაპანაძე), ძემინა (კ. გოცი "ქალი-გველი", რეჟ. რ. სტურუა, დ. საყვარელიძე), მოახლე (ი. ჭავჭავაძე "კაცია-ადამიანი?!", რეჟ. რ. სტურუა, ა. ენუქიძე), დედა (ფ. მარსო "კვერცხი", რეჟ. ს. მრევლიშვილი), ქალბატონი კნეხტლინგი (მ. ფრიში "ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი", რეჟ. რ. სტურუა), დედა (ო. უაილდი "ვარსკვლავბიჭუნა", დამდგმელი რეჟ. რ. სტურუა, რეჟ. დ. მღებრიშვილი), ელისაბედი (ზ. ანტონოვი "მზის დაბნელება საქართველოში", რეჟ. გ. კაპანაძე), თამარ ახვლედიანი (რ. ჰარვუდი "მოხუცი ჯამბაზები", რეჟ. გ. კაპანაძე), მედუქნის მეუღლე (თომას ბერნჰარდი "სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher"რეჟ. ქრისტიან  პაპკე). მონაწილეა სპექტაკლებისა: "სტიქსი", "ასულნი", "ჯადოსნური ღამე" (რეჟ. რობერტ სტურუა). კინოში შესრულებული მნიშვნელოვანი როლებია: ინალი ("XIX  საუკუნის ქართული ქრონიკა", ა. რეხვიაშვილი, 1978), ახალგაზრდა ევა ("დღეს ღამე უთენებია", ლ. ღოღობერიძე, 1983), მართა ("სვანი", ს. ჯაჭვლიანი, 2007). მონაწილეობს ფილმებში: "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1976), "სინემა" (ლ. ელიავა, 1977), "ბათა ქექია" (ლ. გორდელაძე, 1978), "ბილიკი ცაში" (ზ. თუთბერიძე, 1981), "ძნელი დასაწყისი" (თ. მაღალაშვილი, 1981), "ლომა-დავიწყებული მეგობარი" (ბ. რაჭველიშვილი, 1982), "გზის დასაწყისი" (ლ. ელიავა, 1982), "თეთრი ღამე" (დ. ცინცაძე, 1984), "ნისლი" (ლ. ზაქარეიშვილი, 1985), "არსენას ლექსი" (თ. მაღალაშვილი, ნ. ხატისკაცი, 1985), "ორომტრიალი" (ლ. ღოღობერიძე, 1986), "სიკეთის ტელეფონი" (ა. ჭიაურელი, 1986), "მამა, შვილი, ნიავი" (გ. ჭყონია, 1988), "დანაშაული, მოხდა" (ნ. მჭედლიძე, 1988), "ხსოვნა" (გ. ვეფხვაძე, მზია, 1989), "მოკვეთილი" (გ. მატარაძე, 1992), "ვალსი პეჩორაზე" (ლ. ღოღობერიძე, 1992), "ლეონარდო" (დ. ნაცვლიშვილი, 1993, ლილი), "ორფეოსის სიკვდილი" (გ. შენგელაია, 1996, ზაირა), "ანთიმოზ ივერიელი"( გ. ჭოხონელიძე, 2003, ანთიმოზის დედა), "სუბორდინაცია" (ა. ქავთარაძე, 2007) და სხვ. მიღებული აქვს კიევის საერთაშორისო კინოფესტივალის "ოქროს ნაპირის" პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "სვანი"(რეჟ. ს. ჯაჭვლიანი, 2008). თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 220; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Share: