შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ხვადაგიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს. 1968-1971წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "მრეწვმშენის" N1 და N5 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; უბნის უფროსად; 1972-1978წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N11 სამშენებლო ტრესტის N42 და N39 მოძრავ-მექანიზირებული კოლონების მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1978-1981წწ. იყო გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რეკონსტრუქციისა და სოფელ უდაბნოს ახალი დასახლების მშენებლობის უფროსი; 1981-1986წწ. საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს დუშეთის რაიონის სასოფლო კომუნალური გაერთიანების და 1986-1991წწ. ცხინვალის რეგიონული სამმართველოს უფროსი; 1993 წლიდან იყო საქართველოს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების რესპუბლიკურ კონცერნ "საქსერვისის" პრეზიდენტი; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ისეთი ობიექტების მშენებლობას, როგორებიცაა: დიღმის საცხოვრებელი კომპლექსი, თერაპიის ინსტიტუტი, თბილისის ცენტრალური ბაზარი, სატელევიზიო ანძის რკინაბეტონის უნიკალური ფუნდამენტის მოწყობა (მთაწმინდაზე), ბ. პაიჭაძის სახელობის თბილისის "დინამოს" სტადიონის რეკონსტრუქცია, მინის ტარის რესპუბლიკური ქარხანა, ლითონნაკეთობათა პოლიგონები, გარდაბნის რაიონის სოფ. გამარჯვების რაიონის სოფ. გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკა, მეცხოველეობის კომპლექსები საგარეჯოში, საცხოვრებელი სახლები, სკოლა, საბავშვო ბაღი სოფ. უდაბნოში, გზები და წყალსადენები ხევსურეთში, ცხინვალის ქორწინების სასახლე, ჯავის კულტურის სახლი, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის კომპლექსი ახალგორში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.719 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |