შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა წურწუმია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ხობის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით 1998 წელს; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1996 წელს. 1996 წლიდან ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მისი სამეცნიერო კვლევითი ინტერესები არის: კლასიკური და თანამედროვე ქართული, ევროპული და ამერიკული ლიტერატურა; 2002 წლიდან იბეჭდება კ. წურწუმიას გამოკვლევები სხვადასხვა ლიტერატურულ და სამეცნიერო პერიოდიკაში: "ცისკარი", "მნათობი", "განთიადი", "რიწა", "XXI საუკუნე", "კლასიკური და თანამედროვე ქართული "მწერლობა", "ივერონი", "მერმისი", "მეცნიერება და ცხოვრება", "კულტურათაშორისი კომუნიკაციები" და სხვა სამეცნიერო გამოცემებში. არის 40–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა - "ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული მწერლობის ტრადიციები", დაიცვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში 2002 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |