The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა შალიკაშვილი

მანანა შალიკაშვილი
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წილკანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი; თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის III სამუსიკო სასწავლებელი, სიმღერის სპეციალობით, გუნდისა და ანსამბლის მსახიობის კვალიფიკაციით.

ლექსების წერა ბავშობაშივე დაიწყო, მოგვიანებით მოთხრობების წერასაც მიჰყო ხელი. 2000 წლიდან მღერის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მოგვიანებით დაიწყო სიმღერების წერა. ასწავლის მუსიკას თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში, აგრთვე ჩამოაყალიბა ანსამბლი "ნანინა", რომელიც წარმატებით გამოდის სხვადასხვა კონცერტებზე. 2018 წელს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული კოლექტივების კონკურსში მიიღო ლაურეატის წოდება და ბრინჯაოს მედალი, წარადგინა სკოლის გუნდი კატეგორიაში C-2 (საგალობლები); 2019 წელს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული კოლექტივების V ეროვნულ კონკურსში, ხალხურ კატეგორიაში მიიღო დიპლომი. პირველი კრებული "სიყვარულზე იგალობე" დაიბეჭდა 2012 წელს; 2014 წელს, გაიმართა მისი შემოქმედებითი საღამო და წიგნის "სიცოცხლის მზე" პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში; 2016 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა მისი მეორე შემოქმედებითი საღამო; 2017 წელს მიწვეული იყო წეროვნის საჯარო სკოლაში (საპატიო სტუმრის წესით); მისი ლექსები შესულია ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის მიერ გამოცემულ ჟურნალ "ათინათში" (dspace.nplg.gov.ge); კრებულებში: "ჩანაწერები ინგას უბნიდან" (dspace.nplg.gov.ge). თბილისის სახელმწიფო კონსერვატორის საოპერო სტუდიის გუნდში სიმღერის პერიოდში მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საოპერო სპექტაკლში, მათ შორის: "ჯადოსნური ფლეიტა" (ვ. ა. მოცარტი), "დაისი" (ზ. ფალიაშვილი), "ევგენი ონეგინი" (პ. ჩაიკოვსკი), "სიყვარულის ნექტარი" (გაეტანო დონიცეტი), "ტრავიატა" (ჯ. ვერდი), "დონ პასკუალე" (გ.დონიცეტი). გამოცემული აქვს სიმღერების ორი კრებული: "ყველაფერი მონატრებით იწყება" და "საესტრადო სიმღერები" - კახა ცაბაძის რედაქტორობით. 2024 წელს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VIII ეროვნულ კონკურსში მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიპოვა II ხარისხის დიპლომი (კატეგორია: ქართული გალობა) და II ხარისხის დიპლომი (კატეგორია: ქართული ხალხური სიმღერა), 2024 წელს ასევე გადაეცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატი. უფროსი მასწავლებელი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: