შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანეტა აბელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის რაიონი. სწავლობდა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში და ქალთა მე-3 გიმნაზიაში. იყო ოდესის უნვერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. 1911 წელს სახალხო სახლის სცენაზე "ტაინი სოვეტნიკის სიზმარში" ითამაშა. 1916-1917 წწ. მოსკოვის დრამატულ კურსებზე სწავლობდა. 1917 წელს გახდა ტფილისის რუსული დრამატული დასის (არტო) წევრი, სადაც ხუთი წელი დაჰყო. 1921 წელს კი ქართულ დრამატულ დასში ჩაირიცხა. ასრულებდა დრამატულ როლებს: ტატიანა ("მდაბიონი"), მერცია ("ახალი ქვეყანა"), ივდითი ("ურიელ აკოსტა"), ბლანკა ("მეფის დალაქი"), ელიზა ("ბიძია თომას ქოხი"), გიზა ("მასხარა ტახტზე"), დეზდემონა ("ოტელო"), ელექტრა ("დღენი ჩვენი ცხოვრებისა") და სხვ. შეასრულა ქრისტინეს როლი ალექსანდრე წუწუნავას ფილმში "ქრისტინე" (1916-1918). პერიოდულად ჟურნალ-გაზეთებში ხელოვნების შესახებ აქვეყნებდა წერილებს. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.52; პირველი მთავარი როლი : მსახიობ ანეტა აბელიშვილის შემოქმედება / ოთარ კორაშვილი // საქართველოს ქალი. - თბილისი, 1986. - N5. - გვ.13 (dspace.nplg.gov.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |