| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ხიმშიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1963წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის სახელოსნოში; 1961 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ძეგლთა რესტავრაციის მიმართულებით; იყო არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი; მის მიერ შესრულებული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "სამწევრისი" (აზომვა, კვლევა, რესტავრაციის პროექტი) 1952-1953წ., "ნინოწმინდის სახლის" რესტავრაციის პროექტი 1953-1954წ., "სხალთა" 1955წ., "წირქოლი" 1960წ., ვარძიის კონსერვაციის პროექტი 1959-1965წ., "თიანეთის სიონი" 1967წ., "წითელი ხიდის" რესტავრაციის პროექტი 1965წ.; ავტორია რიგი მეცნიერული ნაშრომებისა; დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგაზრდა რესტავრატორთა აღზრდის საქმეში; არქიტექტურის დოქტორი; დაჯილდოებულია მედლებით: 1944 წელს "საბრძოლო დამსახურებისათვის", "მამაცობისათვის", "გერმანიაზე გამარჯვებისათვის" 1946წ., "შრომითი დამსახურებისათვის" 1965 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.720-721 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

