The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადი ხმალაძე

ლადი ხმალაძე
Legal name:ვლადიმერ ხმალაძე
Date of birth:8 March, 1953  (72 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1976 წელს.

1974-1976წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში "კურორტპროექტი"; 1976-1996წწ. "საქქალაქმშენსახპროექტი"; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დოცენტია; იყო ქვემო ქართლის მხარის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რეგიონის მთავარი არქიტექტორი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: დიდუბის მუზეუმი მაიაკოვსკში (1978); მწერალთა დასასვენებელი კომპლექსი 150 კაცზე ქვიშხეთში (1979); "რიყე-83" - ახალგაზრდა შემოქმედთა ცენტრი რიყეზე (1983); ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის რესპუბლიკური ცენტრი თბილისში (ვ. ხმალაძე, ზ. ნემსაძე), რომელმაც მიიღო შეფასება "წყლის საუკეთესო პროექტი" და III პრემია (1988წ.), აეროპორტი ბათუმში 400 კაცის გამტარობით საათში (ვ. ხმალაძე, ზ. ნემსაძე, 1989); 9 აპრილის მემორიალი რუსთავში (1989); ვილა "ამბროლაური" კალიფორნიაში (აშშ), ბახმაროს სამთო-სათხილამურო კომპლექსი (ვ. ხმალაძე, მ. ჩხენკელი, 1984-1985); მერიის შენობა სენაკში (ვ. ხმალაძე, ვ. ქობალია, 1995-1996); ადმინისტრაციული შენობა ჭავჭავაძის გამზირზე (ვ. ხმალაძე, ზ. ნემსაძე, ვ. ქობალია, ვ. რევიშვილი); გამოფენები: პერსონალური ქარვასლაში, თბილისი (1993); პერსონალური ჰელსინკში "რეპინის" გალერეა, ფინეთი (1992); პერსონალური რუსთავში (1994); მონაწილეობდა მთელ რიგ საერთაშორისო ღონისძიებებში - კონფერენცია - "ურბანიზაციული გარემო და მისი მომავალი", ინგლისი, ლონდონი (1994); სტუდემნ არქიტექტორთა მსოფლიო კონკურსი, ესპანეთი, მადრიდი (1975); კონკურსი - "დიომიდები" I პრემია. და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.721

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1981-)
  • საქართველოს დიზაინერთა კავშირი, წევრი (1987-)

Share: