The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ხმელიძე

თამაზ ხმელიძე
Date of birth:29 July, 1947  (77 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1970 წელს; სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის ასპირანტურა 1976 წელს; მოსკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის საკვალიფიკაციო კურსები სამშენებლო კონსტრუქციების სპეციალობით 1984 წელს.

1970-1971წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1971-2009წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო კონსტრუქციების N21 კათედრაზე უფროს ლაბორანტად და ინჟინრად, ლაბორატორიის გამგედ, ასისტენტად, უფროს მასწავლებლად და დოცენტად; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის დეპარტამენტის სრული პროფესორია (სამშენებლო კონსტრუქციების მიმართულებაზე); 2002 წლიდან ხელმძღვანელობს სამშენებლო კომპანია შპს "ელიტას"; როგორც მეცნიერმა, ექსპერიმენტულ დონეზე შეისწავლა ხანძრის შესაბამისი მაღალი ტემპერატურის პირობებში შედგენილი ხის სამშენებლო კონსტრუქციების მუშაობა, კერძოდ, წიწვოვანი ჯიშის მერქნის (ფიჭვი, ლარიქსი) ფიზიკურ-მექანიკური და დრეკადი თვისებები და შექმნა ცეცხლმედეგობაზე ხის კონსტრუქციების გაანგარიშების სრულიად ახლებური მეთოდიკა; აქტიურად სწავლობს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადების, პროექტირების და გაანგარიშების საკითხებს; ხელმძღვანელობდა სტუ-ს VIII სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის, თბილისის წისქვილკომბინატისა და ქარხანა "ცენტროლიტის", ქუთაისის ავტოქარხნის, გორის ბამბეულისა და თბილისის მაუდის კომბინატების, თბილისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების, რკინიგზის დასახელების საცხოვრებელი სახლების, ბათუმის სამკერვალო ფაბრიკის, ტყავ-ფეხსაცმლის კომბინატის, სასტუმრო "მედეას", ტყიბულის ჩაის ფაბრიკის, ხონისა და კულაშის ძაფსაღები ფაბრიკების, რუსთავის აზოტისა და ცემენტის ქარხნების და სხვა ობიექტების დაპროექტებას, მზიდი სამშენებლო კონსტრუქციების გამოკვლევა-გაძლიერების სამუშაოებს, შიდა და გარე ქსელების რეკონსტრუქციასა და მონტაჟს;  ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის , დამხმარე სახელმძღვანელოების, სასწავლო-მეთოდური და ნორმატული ლიტერატურის ავტორი და თანაავტორი; მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში; არის სამეცნიერო-ტექნიკურ ჟურნალ "მშენებლის" რედკოლეგიის წევრი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.721-722

Bibliography


Share: