The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნადეჟდა ხმელნიცკაია-ქურდიანი

ნადეჟდა ხმელნიცკაია-ქურდიანი
Legal name:ნადეჟდა ხმელნიცკაია
Date of birth:14 August, 1909
Date of death:1978  (at 68 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: სანკტ-პეტერბურგი.

დაამთავრა ხარკოვის სახელმწიფო სამრეწველო მშენებლობის ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1933 წელს.; გაიარა ლენინგრადში არქიტექტორთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები 1939 წელს.

1930-1933წწ. მუშაობდა ხარკოვის საპროექტო ინსტიტუტ "გიპროგრადში", სადაც ღებულობდა მონაწილეობას თბილისის და უკრაინის რიგი ქალაქების დამუშავებაში; 1934-1935წწ. ლენინგრადსა და მოსკოვში ეწეოდა მოღვაწეობას ქალაქგეგმარების განხრით; 1936 წლიდან მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში: "საქკვებმრეწვპროექტი" (1936-1941), "საქსახპროექტი" (1948-1950) და "საქსოფლპროექტი" (1950-1978); ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას, როგორც მოცულობით პროექტირებაში, ასევე ქალაქგეგმარების განხრით; 1942-1948წწ. მუშაობდა საქართველოს კინოსტუდიაში და როგორც მხატვარი მონაწილეობდა რამდენიმე ფილმის გადაღებაში; ის მიეკუთვნება საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პირველ არქიტექტორ-ქალ წევრთა რიცხვს; მისი ძირითადი ნამუშევრებია: თბილისის კულტურისა და დასვენების პარკი მთაწმინდის პლატოზე (1936-1938); ზ. ქურდიანთან და არქიტექტორ-დენდროლოგ ნ. ციციშვილთან ერთად, ასევე მთაწმინდის პარკის მთავარი შენობა (1938 წ. ზ. ქურდიანთან ერთად ა. ვოლობუევის მონაწილეობით); ზუგდიდის, ოზურგეთის, ხონის და სხვა ჩაის ფაბრიკების სამრეწველო მოედნების და დასახლებების დაგეგმარება (1936-1941); რუსთავის პირველი გენერალური გეგმა (1943-1944 ზ. ქურდიანთან ერთად); გორში სტალინის ძეგლის კვარცხლბეკი (1950, ზ. ქურდიანთან ერთად) და სხვა; მისი მოღვაწეობა განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახსოფლპროექტში", სადაც 28 წლის განმავლობაში მისი ავტორობითა და მონაწილეობით დამუშავდა საქართველოში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 200-მდე პროექტი, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საუკეთესოდ აღიარებული ხეთის, ლაითურის, გალის ინგირის, ნაფარეულის საბჭოთა და ბებნისის სახელმწიფო სანერგე მეურნეობის დაგეგმარების პროექტები; იყო მრავალი პროფესიული ხასიათის ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.722-723

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: