The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დარეჯან ხაჩიძე

დარეჯან ხაჩიძე
Date of birth:8 November, 1955  (69 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის სახელოსნო) 1976 წელს.

სწავლის პერიოდში შეასრულა მთავარი როლი სპექტაკლში "ესმერალდა" და ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ აქვე განაგრძო მოღვაწეობა. შეასრულა როლები: სონია ფილატოვა ("ახალგაზრდა გვარდიის სახელით", მ. თუმანიშვილი), პინკი ("სისხლიანი ქორწილი", ქ. დოლიძე), კლოუნი ("საქმე", მ. თუმანიშვილი), პეპელა (ბაკულას ღორები, მ. თუმანიშვილი), ნატაშა ("ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე", მ. თუმანიშვილი), ნინო ალავიძე ("ჩვენი პატარა ქალაქი", მ. თუმანიშვილი), მართა ("ნუ მიგვატოვებ მზეო", ნ. ბაგრატიონ-გრუზინსკი), კონჩიტა, მსახური ქალი ("ბერნანდა ალბას სახლი, ნ. კვასხაძე), დედა (ზვავი, რ. ბოლქვაძე), ანა ("სუფთა სახლი", ნ. ჩაკვეტაძე) და სხვ. კინოდებიუტი შედგა მთავარი როლით კინოკომედიაში "სიყვარული  ყველას უნა" (გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980), მონაწილეობს ფილმებში: "მშობლიურო ჩემო მიწავ" (რ. ჩეიძე, 1980), "დღეს ღამე უთენებია" (ლ. ღოღობერიძე, 1983), "ამბავი სურამის ციხისა" (ს. ფარაჯანოვი, დ. აბაშაძე, 1984), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (გ. შენგელაია, 1984, პეტრე ვარაზელის და) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი. 

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 221; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.getumanishvilitheatre.ge

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Share: