Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აბრამიძე![]()
Biographyაბრამიძე (XIX ს.) იყო მსახიობი-კომიკოსი. 1850 წელს გიორგი ერისთავის მიერ განახლებული ქართული თეატრის დასის წევრი. შეუდარებლად ასრულებდა ვაჭარ-მევახშეთა როლებს. უფრო წარმატებით, ივანე კერესელიძის ხელმძღვანელობა-რეჟისორობის დროს (რეცენზენტ-მწერლის, ივანე ევლახიშვილის სიტყვით, მიკირტუმ გასპარიჩის სახასიათო როლს ასრულებდა "ისეთი ცოდნით, ისე ბუნებრივად, რომ მისი თამაში სრულქმნილებამდე აღწევს: ყოველი მოძრაობა, ყოველი გრიმასა, სიარული, მოსწრებული სიტყვა გაუთავებელ სიცილს იწვევს, რაც გულში სევდიან შთაბეჭდილებას სტოვებს"). ივანე კერესელიძის სიტყვით: "აბრამიძე იყო შესანიშნავი კომიკი, რომელიც გამოვიდოდა თუ არა სცენაზე, ჯერ ხმაც არ ამოეღო, რომ ხალხი სიცილს დაიწყებდა". დაწერა პიესა: "რას უსმენ ქალიშვილს მათოს". წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.56
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |