The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბრამიძისა

სხვა სახელი:აბრამოვისა
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

აბრამიძისა (აბრამოვისა) - XIX ს. მსახიობი და პირველი მომღერალი ქალი. გიორგი ერისთავის მიერ 1850 წელს განახლებული ქართული თეატრის დრამატული დასის წევრი 1855 წლამდე. ქალ-მსახიობთა შორის გამოირჩეოდა სამსახიობო ნიჭით და სიმღერის უნარით. რეცენზენტ-მწერლის, ივანე ევლახიშვილის სიტყვით: "დაიმსახურა მოწონება ქალბატონ აბრამიძის გაბედულმა და ნიჭიერმა თამაშმა: მისი მოძრაობა, მისი წივილა-გაბმული ხმა და გაბღენძვა სისწორით გადმოგვცემს მიკირტუმ გასპარიჩის ცოლის, თათელას ტიპს." სცენაზე უმთავრესად ივანე კერესელიძის ხელმძღვანელობა-რეჟისორობის დროს მონაწილეობდა. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.56


გააზიარე: