The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალეკო აბულაძე

დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:30 ივნისი, 1941  (23 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კიცხი, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განყოფილება (1936-1940).

უნივერსიტეტის დრამწრეში, როგორც მსახიობი - სცენისმოყვარე აქტიურად მონაწილეობდა. გამოსაქვეყნებლად გამზადებული დარჩა: ანდერსენის "დიდი კლაუსი და პატარა კლაუსი", კარლ შენჰერის მოთხრობა "ორი დედა", ჰაირიჰ ჰაინეს "ფლორენციის ღამეები" (პოემიდან "გერმანია" - ოთხი ლექსი), გოეთეს "ზღვის მდუმარება", "განთიადი"(ორიგინალური დაუმთავრებელი მოთხრობა) და სხვ. თარგმნილი აქვს ლესინგის "ყორანი", ავსტრიელი მწერლის ჰერმინია ცურ მიულენის "მეოცნებე საიდი" (გადაიცა რადიოთი 1941 წლის 19 მაისს).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.57


გააზიარე: