The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისაია აგასოვი

დაბადების თარიღი:1868
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 1940  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

ისაია აგასოვმა ნიკო ქართველიშვილის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართულ ოპერას. ამ საქმეში მასთან ერთად მონაწილეობდნენ კალანდაძე-აგასოვისა და ცხომელიძე. ისაია აგასოვი პირველი შემსრულებელი იყო ქართულ სცენაზე მეფისტოფელისა ("ფაუსტი") და დონ ბაზილიოსი ("სევილიელი დალაქი"). იგი ხშირად მონაწილეობდა როგორც ავჭალის აუდიტორიაში, ისე რკინიგზის თეატრში დადგმულ ოპერებში. 1931 წლიდან მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც ითამაშა სპექტაკლებში: "სურამის ციხე", "არსენა", "ფრიც ბაუერი" და სხვ.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.68


გააზიარე: