The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ხომერიკი

გურამ ხომერიკი
Date of birth:20 February, 1939
Date of death:2009  (at 69 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1996-1998წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სხვადასხვა ტრესტების მმართველად, საქართველოს მთავრობის სამეურნეო სამმართველოს საპროექტო-სამრეწველო-სამშენებლო გაერთიანების გენერალურ დირექტორად, სამშენებლო მასალების წარმოების კონსულტანტად, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის უფროს სპეციალისტად; 2001-2005წწ. იყო სს "საქქალაქმშენპროექტის" დირექტორის მოადგილე; 1998 წლიდან იყო საქართველოს მშენებელთა ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი; 2004 წლიდან თავმჯდომარეობდა ამავე ფედერაციის გამგეობას, ხელმძღვანელობდა სოციალური ობიექტების საპროექტო-სამშენებლო ფირმა შპს "პულსს"; მონაწილეობდა თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის საავადმყოფოთა კომპლექსის, ტუბერკულოზის სამკურნალო და ონკოლოგიურ დაავადებათა ეროვნული ცენტრის საავადმყოფოების, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს, სამედიცინო რადიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის საავადმყოფოს პროექტების, ნეიროქირურგიის ცენტრის საავადმყოფოს რადიოლოგიური და ბირთვული მედიცინის განყოფილებების საპროექტო დოკუმენტაციის, საქართველოში სამშენებლო-საინჟინრო სტანდარტების, ნორმებისა და წესების პროექტების შემუშავებაში; იყო რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის, გამოგონების, წიგნისა და იურიდიული ცნობარის ავტორი, გაზეთ "მშენებლის" რედაქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.723

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Bibliography


Share: