The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ხოსროშვილი

ზურაბ ხოსროშვილი
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს.

მუშაობდა საქართველოს კომუნალური მეურნეობისა და მშენებლობის სამინისტროების სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში; 1976-1981წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1981-1986წწ. სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" ტრესტ "იორწყალმშენის" სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1986 წლიდან ამავე ტრესტის მმართველი; ხელმძღვანელობდა დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და ლაგოდეხის რაიონებში სარწყავი სისტემების და დალის მთის წყალსაცავის მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.724


გააზიარე: