შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ხოფერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი 1976 წელს. 1971-1977წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" ინჟინერ-სანტექნიკოსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1977-1988წწ. საპროექტო ბიურო "საქსპორტპროექტში" სპეცსამუშაოთა განყოფილების უფროსად; 1988-2010წწ. კვლავ "საქქალაქმშენპროექტში" მუშაობდა მთავარ სპეციალისტად, სპეცსამუშაოთა განყოფილების უფროსად; 2010 წლიდან არის სს "ახალი საქქალაქმშენპროექტის" სპეცსამუშაოთა განყოფილების უფროსი; მის მიერ განხორციელებული პროექტებიდან უმნიშვნელოვანესია: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და მორფოლოგიის ს/კ ინსტიტუტი (თბილისში), თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი (აღდგენა-რეკონსტრუქცია), წმ. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსი (საინჟინრო კომუნიკაციები), თსუ-ს ბიბლიოთეკა (სარესტავრაციო და სადეზინფექციო ლაბორატორიებით) და ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის ფაკულტეტების კორპუსები, თბილისის "დინამოს" სტადიონი (რეკონსტრუქცია), საქართველოს პარლამენტის შენობა (რეკონსტრუქცია-აღდგენა), ხელნაწერთა ს/კ ინსტიტუტი, ბიოქიმიის ს/კ ინსტიტუტის ლაბორატორია, ბავშვთა მრავალფუნქციური საავადმყოფო (თბილისში), ადმინისტრაციული შენობა (ზუგდიდში), ბიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსი (რეკონსტრუქცია) და "დისნეი პარკის" პავილიონები (პარიზში), სიღნაღის, ფოთისა და გორის პერსპექტიული განვითარების გენგეგმები, "ლიბერთი ბანკის" ფილიალები მთელ საქართველოში; ჭიათურის, ზესტაფონის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, წალკის, მარნეულის 15 და 25-სართულიანი საავადმყოფოები, ხობის სპორტული კომპლექსი (საცურაო აუზი, სპორტდარბაზი, სტადიონი) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.725
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |