The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ადამია

ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ადამია
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:20 მაისი, 1915
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

1905 -1907 წლის რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. იჯდა ციხეშიც, მიუხედავად ამისა საზოგადო საქმეს არ ჩამოშორდა. ფოთსა და მთელ სამეგრელოში ცნობილი იყო, როგორც შეგნებული, ენერგიული და პატიოსანი მუშაკი. კულტურულ დაწესებულებებს ზნეობრივად და ნივთიერად დიდ დახმარებას უწევდა. 1914 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს (ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარე) განყოფილების ნამდვილი წევრი. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.78

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

გააზიარე: