The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ ავალიშვილი

დაბადების თარიღი:1800
გარდაცვ. თარიღი:1850  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:კალიგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საგარეჯო.

აღიზარდა და სასულიერო განათლება მიიღო დავით გარეჯის მონასტერში. 1824 წლიდან იყო სიონის ტაძრის მთავარი, იქვე ეკურთხა მღვდლად. 1844 წლიდან მსახურობდა სამხედრო გარნიზონებში (ორდუბაში, ლენქორანში, ნახიჭევანში, ერევანში). 1824 ან 1825 წლებში თბილისში შეიქმნა ქართული წიგნის გამავრცელებელი ჯგუფი, რომლის წევრიც დაარსებისთანავე გახდა იაკობ ავალიშვილი. იგი იყო იოანე ალექსის ძე მესხიშვილის თანამოღვაწე. იაკობ ავალიშვილმა გადაწერა "ვეფხისტყაოსანი", "დავითიანი", "ყარამანიანი", "მოურავიანი" და სხვ.

 წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.84


გააზიარე: