The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუნუ აგაშენაშვილი

ოფიციალური სახელი:ნინო აგაშენაშვილი
დაბადების თარიღი:1919  (105 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:თანამდებობის პირი, მუშა

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საკრამულო, დუშეთის რაიონი.

მუშაობდა თბილისის აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკაში. ქარხანაში პირველმა აითვისა ურთულესი ასორტიმენტის ფანზის ქსოვა. სწავლობდა მუშფაკში (მუშათა ფაკულტეტი, სპეციალური სასწავლებელი, სადაც მუშები იღებდნენ საშუალო განათლებას ყოფილ საბჭოთა კავშირში), დააწინაურეს ინსტრუქტორ-კონტროლიორად. მისი ლექსები ქარხნის გაზეთის გარდა თბილისის დიდ ჟურნალებსა და გაზეთებშიც იბეჭდებოდა ("ლიტერატურული საქართველო", 1938, №13), ზოგიერთი ლექსი რუსულადაც ითარგმნა. 1938 წლის 12 ივნისს აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, შემდეგ საქართველოს ალკკ კიროვის რაიკომის მდივნად. სტახანოველი მუშა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.68


გააზიარე: