The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ქორიძე

თემურ ქორიძე
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1954
გარდაცვ. თარიღი:27 ოქტომბერი, 2017  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი, მცხეთა
კატეგორია:კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1976 წლიდან ეწეოდა სამეცნიეო-პედაგოგიურ საქმიანობას: იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა უცხო ენათა, თეატრალურ და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო",  საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თბილისის მუხიანის N26 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი; ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღიარა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები და ესეები. 

წყარო: მედიაჰოლდინგი "კვირა": kvira.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 341

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1991)
  • საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს კულტურის განათლებისა და მეცნიერების კომისია, თავმჯდომარე (1990-1991)

გააზიარე: