Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ ქორიძე![]()
Biographyდაიბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს. 1976 წლიდან ეწეოდა სამეცნიეო-პედაგოგიურ საქმიანობას: იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა უცხო ენათა, თეატრალურ და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თბილისის მუხიანის N26 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი; ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღიარა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები და ესეები. წყარო: მედიაჰოლდინგი "კვირა": kvira.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 341 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |