The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია ხოფერია

Legal name:გიორგი ხოფერია
Date of birth:1 January, 1948  (77 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1972 წელს.

1972 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ტექნიკოსად არქიტექტურული კლიმატოლოგიის განყოფილებაში; 1973 წელს გადაყვანილ იქნა არქიტექტორად იმავე განყოფილებაში; 1976 წელს დაინიშნა საპროექტო ჯგუფის უფროს არქიტექტორად; 1978-1992წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს საპროექტო კანტორაში "კულტპროექტი", ჯერ უფროს არქიტექტორად, ხოლო შემდეგ - პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1996-1998წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მშენებლობის განყოფილოების მოძრავ მექანიზებული კოლონის თავდაპირველად ინჟინრის, ხოლო შემდეგ მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 2001-2003წწ. მუშაობდა დიზაინის, არქიტექტურისა და მშენებლობის სახელოსნოს ხელმძღვანელად შპს "ლანჩხუთი 2000"-ში; 2003 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის განყოფილების უფროს არქიტექტორად; მის მიერ დაპროექტებული და განხორციელებული ობიექტებია: საცხოვრებელი მიკრორაიონები ქალაქებში - ორენბურგსა და გელენჯიკში (საავტორო ჯგუფთან ერთად), აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზი სოფელ სხვიტორში (არქიტექტორ ვ. ორბელაძესთან ერთად), ლაგოდეხის კულტურის სახლი, ლანჩხუთის კულტურის სახლის რეკონსტრუქცია, ხაშურის კულტურისა და დასვენების პარკი (არქიტექტორ ა. ცინცაძესთან ერთად), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები სოფელ გრიგოლეთში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.725


Share: