The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური დანილოვი

იური დანილოვი
დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:1995  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა ს. ორჯონიკიძის სახელობის მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1947 წელს.

პრემიის მინიჭების პერიოდში იგი იყო რუსეთის ფედერაციის სამხედრო მრეწველობის კომიტეტის ცენტრალური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "კომეტას" გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში - გენერალური კონსტრუქტორის მოადგილე, ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "კომეტას" დირექტორის მოადგილე. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მეცნიერთა ჯგუფი, ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიოდა ი. დანილოვიც, 1978-1993 წლებში შესრულებული ნაშრომისთვის დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო პრემიით.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.89; mai.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - სსრკ სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1978-1993 წლებში შესრულებული ნაშრომისთვის - ''კოსმოსური საინჟინრო კონსტრუქციები, მათი შექმნისა და გამოცდების მიწისზედა სასტენდო კომპლექსი''.

გააზიარე: