შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჭიჭიკო აბაკელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1918 წელს მსახურობდა ჯარში. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურის და ზუგდიდის თეატრების მსახიობი. მუშაობდა ქუთაისში თეატრის მთავარ ადმინისტრატორად (1933-1935); ქუთაისის წითელი არმიის სახელობის თეატრის დირექტორად (1935-1936); ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორის მოადგილედ (1936-1937); თბილისში, ჯანსახკომის მოძრავი თეატრის დირექტორის მოადგილედ (1937-1938). 1927-1928 წლების სეზონებში მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა მოძრავი სააგიტაციო სატირის თეატრი "წითელი სარკე". 1928-1929 წლების სეზონში, ქუთაისში, გარნიზონის წითელი არმიის სახლის თეატრში, კოტე მარჯანიშვილის დახმარებით ჩამოაყალიბა პროფესიონალურ მსახიობთა სატირის თეატრი "წითელი ეშმაკუნები", სადაც რეჟისორებად მიწვეული იყვნენ ვ. აბაშიძე და დ. ანთაძე, ქორეოგრაფად - ტ. მაჭავარიანი. 1963-1975 წლებში იყო ა. ხორავას სახელობის მსახიობის სახლის დირექტორი. ჭიჭიკო (იონა) აბაკელიას შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დადიანი და გოგია ("სამშობლო"), კაიუსი ("კაი გრაკხი"), ერეკლე, ბესო, გიგა ("ღალატი"), კრიტონი და ცენტურიონი ("უფალო"), ისკანდერი ("და-ძმა"), რევაზი ("პატარა კახი"), სოლერი ("ყაჩაღები"), როზენკრანცი ("ჰამლეტი"), ურიელის ძმა ("ურიელ აკოსტა"), კარლი (კატორღელი №37), ბლახინი ("დღენი ჩვენი ცხოვრებისა"), კირილე ("სამანიშვილის დედინაცვალი"), მოქეიფე ("კინტო"), მიტუშა, იასონი, ("ქრისტინე"), თედო ("არსენა"), გიტო ("ბატონი და ყმა"), ახმა ("ანზორი"), რეჯი ("სიგარეტი"), ინკუბუსი ("ლატავრა"), დილიკო ("ხატიჯე"), იმერელი, საქულა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), მირვანდელი("აღლუმი"), ადიკო ("გუშინდელი"). თეატრალური მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.23; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის გაზეთი "დურუჯი".- თბ.,2017, 31 მაისი.- გვ.12: tafu.edu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |