The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი აბაშიძე

სხვა სახელი:გიორგი  (ფსევდონიმი)
კეთილისმყოფელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1877  (146 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საზანო, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია 1903 წელს.

1904 წელს დანიშნეს სოფ. ჭალის (საჩხერის რაიონი) სკოლის მასწავლებლად. 1906-1911 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. გიორგი აბაშიძემ  ქართული ენის დასაცავად 1912 წელს (გაზეთი "თემი") გამოაქვეყნა წერილი სათაურით: "ფრიად სამწუხარო მოვლენა". 1914 წელს ქუთაისის  ქალთა საეპარქიო სასწავლებელში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, 1918 წელს ზესტაფონში გადავიდა ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლად, 1932 წელს მუშაობდა ხარაგაულში, ხოლო მოგვიანებით კიცხის (ხარაგაულის რაიონი) სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. გიორგი აბაშიძე რ. ფანცხავას  ჟურნალ "ცხოვრებაში" აქვეყნებდა ლექსებსა და აკროსტიხებს (ილია გრიგოლი ძე ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას და სხვ.). მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილებია: "აკაკი, როგორც მგოსანი" ("სამშობლო", 1915), "მიხედეთ სოფელს", "დროა", "რად დაკარგეთ სიწითლე", "მოსათმენია", სადღეობო", "დროა გამოვფხიზლდეთ!" ("სამშობლო", 1915, 1916, 1917). არის შემდეგი ლექსების ავტორი: "აკაკის ხსოვნას", "ზამთარი კვლავ დათარეშობს", "გლეხი გუშინ", "გლეხი დღეს", "ახალი წელი" და სხვ.( ჟურნალი "ცხოვრება"). მისი ნაწერების უმრავლესობა გამოუქვეყნებელი დარჩა და 1921 წელს განადგურდა. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.28


გააზიარე: