The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზია აბაშიძე

ზია აბაშიძე
Legal name:ზია სანჯაკბეგიშვილი-აბაშიძე
Date of birth:17 March, 1875
Date of death:1933  (at 57 years)
Category:Nobleman, Public official, Politician

Biography

1900-1908 წლებში იყო ქ. ბათუმის ხმოსანი. 1904-1905 წლებში ბათუმში გ. ვოლსკისთან და ს. მდივანთან ერთად საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა რევოლუციურ პარტიას ჩაუყარა საფუძველი. იყო სახელმწიფო სათათბიროს საგუბერნიო ამომრჩეველი, სათათბიროს წევრი. თავის სოფელ ურეხში ხშირად იწვევდა ახალგაზრდა ქართველ მუსლიმთა კრებებს. 1905 წელს, ჩაქვში მისი თავმჯდომარეობით შედგა ქართველ მუსლიმთა დიდი კრება, რომელსაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 1908 წელს ზია აბაშიძეს თავის ძმებთან ერთად ხუთი წლით არხანგელსკის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მან თურქეთში (ოსმალეთში) გაქცევა მოახერხა. ხონთქრის უმაღლესი ბრძანებით იგი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იყო და ტრაპიზონის ციხეშიც იჯდა, საიდანაც გაიქცა და გერმანიასა და საფრანგეთში ცხოვრობდა. ოსმალეთის პირველი გადატრიალების შემდეგ ცხოვრობდა სტამბოლში, სადაც ქართული წრე შექმნა. 1914 წელს, სტამბოლში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის შექმნაში. ასევე, აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთში გადახვეწილი აჭარლებისაგან ქართული ლეგიონის (1400 კაცი) შედგენაში. ამ კომიტეტის თაოსნობით ბერლინში დაარსდა "ქართული ჟურნალი". ამავე კომიტეტმა დამსახურებული ლეგიონერებისათვის შექმნა ორდენი - ვარსკვლავი თამარის გამოსახულებით. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე ზია აბაშიძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა და იქიდან აქვეყნებდა წერილებს გაზეთ "ნიშადურში". 1981 წელს სტამბოლიდან თბილისში ჩამოვიდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო "სამაჰმადიანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" ("სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი") შედგენაში, რომლის მიზანი იყო ბათუმიდან თურქების განდევნა და აჭარის საქართველოსთან შეერთება. ამ მიზნით, ყადირ შარვაშიძესთან ერთად ბერლინში, ვენასა და ბულგარეთში გაიგზავნა, რასაც საქართველოსთვის დიდი შედეგი მოჰყვა. ამ კომიტეტმა გამოსცა გაზეთი "სამუსლიმანო საქართველო" (თურქულ-ქართულ ენებზე). ზია აბაშიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დროს იყო ბათუმის ქალაქის თავის მოადგილე, კომიტეტის მთავარი რწმუნებული და ბათუმის ლტოლვილთა კომიტეტის თავმჯდომარე. გასაბჭოების შემდეგ დააპატიმრეს და ხუთი წლით როსტოვში გადაასახლეს. პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ქართველი მუსლიმი ბათუმიდან. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.38

Member of Organizations

  • ართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , ნამდვილი წევრი (1901-1902)

Share: