შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯუგაანი, სიღნაღის რაიონი. თბილისში, ღვინის სარდაფში მუშაობის დროს, ქალაქგარეთ გამართულ ჭიდაობაში გაიმარჯვა, ხოლო 1900 წელს, ნიკიტინის ცირკში ცნობილ მოჭიდავეებთან შერკინებით გაითქვა სახელი. ამის შემდეგ, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს გარეთ გამართულ ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობდა. 1900-იან წლებში სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკების და რევოლუციური მოძრაობის დამხმარე და მხარდამჭერი იყო. 1906 წელს, ჭიდაობის გამოჩენილი ოსტატის, ივანე ლებედევის ხელმძღვანელობით, ქართველთაგან პირველმა შეისწავლა ჭიდაობის ფრანგული, რუსულ-შვეიცარიული, თავისუფალი ამერიკული, იაპონური, ჩინური და სხვა ხერხები. ქ. მინსკში, ცირკის არენაზე სძლია მოჭიდავე კოლოტინის, შორეულ აღმოსავლეთში, ერთ-ერთი საპრიზო შეტაკებისას დაამარცხა ჩემპიონატის ძლიერი მოჭიდავე, უნგრელი ფრანც ბლანდეტი. როგორც მოჭიდავემ, "რუსეთის უძლეველი ფალავნის", "გამოჩენილი ჩემპიონის", "მსოფლიო ჩემპიონის", "ჰერკულესის" სახელი დაიმსახურა. ასპარეზობდა საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, ბელგიაში, ესპანეთში, იაპონიაში, ჩინეთში, მონღოლეთში, ავღანეთში, ირანში, ამერიკაში. ყველგან ეროვნული (ქართული) ტანისამოსით გამოდიოდა. 1922-1923 წლებში თბილისში პირველმა დააარსა ფიზკულტურის სკოლა, რომელიც 1923 წელს ხელოვნების მუშაკთა სამმართველოს (რაბისს) გადაეცა. ეროვნული ფალავანი, ფიზკულტურის პირველი სკოლის დამაარსებელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.58; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.319
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |