შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრია ადამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1884-1885 წწ. გამართა 12 უფასო წარმოდგენა ("მათიკო", "არსენა", "ძუნწი კარაპეტა" და სხვ.). 1887-1888 წწ. დ. აწყურელთან და ვ. გამყრელიძესთან ერთად, თბილისში ავჭალის ქუჩაზე, "გარაბცოვების დარბაზში" ყოველკვირეულ წარმოდგენებს მართავდა. 1889 წელს გამოდიოდა სახალხო თეატრში, 1890 წელს მიიწვიეს ქართული დრამატული საზოგადოების დასში, ყოფილ არწრუნის ქარვასლაში, სადაც 1915 წლამდე იმუშავა. 1904 წელს ხელმძღვანელობდა ნაძალადევის სახალხო თეატრს, ასევე მონაწილეობდა საქველმოქმედო, ავჭალის ქუჩის აუდიტორიის თავისუფალ საღამოებში, ხელოსანთა და ს. ორჯონიკიძის სახელობის კლუბების სცენებზე. გასტროლებით გამოდიოდა ქუთაისში, ხაშურში, გორში, ჭიათურაში, განჯასა და ბაქოში. 1931-1932 წწ. დადგა ოთხი სახალხო წარმოდგენა. ასრულებდა სახასიათო-კომედიურ როლებს: კოსტაია ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ივანიძე ("ძუნწი"), ლომინ გოდაბრელიძე ("დავა") და სხვ. პროფესიით ვექილი (დამცველთა კოლეგიის წევრი), დეკლამატორი (1884), საოჯახო და საუბნო წარმოდგენების ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი, ესტრადის ოსტატი. მსახიობ ლადო (ვლადიმერ) ადამიძის მამა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.75
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |