The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია ადამიძე

ანდრია ადამიძე
ოფიციალური სახელი:ადამ ადამიძე
დაბადების თარიღი:ივლისი, 1866
გარდაცვ. თარიღი:5 მაისი, 1937  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:იურისტი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1884-1885 წწ.  გამართა 12 უფასო წარმოდგენა ("მათიკო", "არსენა", "ძუნწი კარაპეტა" და სხვ.). 1887-1888 წწ. დ. აწყურელთან და ვ. გამყრელიძესთან ერთად, თბილისში ავჭალის ქუჩაზე, "გარაბცოვების დარბაზში" ყოველკვირეულ წარმოდგენებს მართავდა. 1889 წელს გამოდიოდა სახალხო თეატრში, 1890 წელს მიიწვიეს ქართული დრამატული საზოგადოების დასში, ყოფილ არწრუნის ქარვასლაში, სადაც 1915 წლამდე იმუშავა. 1904 წელს ხელმძღვანელობდა ნაძალადევის სახალხო თეატრს, ასევე მონაწილეობდა საქველმოქმედო, ავჭალის ქუჩის აუდიტორიის თავისუფალ საღამოებში, ხელოსანთა და ს. ორჯონიკიძის სახელობის კლუბების სცენებზე. გასტროლებით გამოდიოდა ქუთაისში, ხაშურში, გორში, ჭიათურაში, განჯასა და ბაქოში. 1931-1932 წწ. დადგა ოთხი სახალხო წარმოდგენა. ასრულებდა სახასიათო-კომედიურ როლებს: კოსტაია ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ივანიძე ("ძუნწი"), ლომინ გოდაბრელიძე ("დავა") და სხვ. პროფესიით ვექილი (დამცველთა კოლეგიის წევრი), დეკლამატორი (1884), საოჯახო და საუბნო წარმოდგენების ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი, ესტრადის ოსტატი. მსახიობ ლადო (ვლადიმერ) ადამიძის მამა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.75


გააზიარე: