შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბესალომ ხუნწარია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის საავიაციო ტექნიკუმი 1946 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1957წწ. მუშაობდა N149 საფოსტო ყუთის ინჟინრად; 1965-1971წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოში განყოფილების ინჟინრად, მთავარ ინჟინრად, გამგედ; 1971-1976წწ. საქართველო მინისტრთა საბჭოს მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილების უფროს რეფერენტად, განყოფილების გამგის მოადგილედ; 1976-1986წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილედ; 1986-1995წწ. რესპუბლიკური გაერთიანება (შემდგომში - კონცერნი) "საქსოფმშენის" საბჭოს პასუხისმგებელ მდივნად; 1995 წლიდან ბიზნესცენტრ "სოფმშენის" საკონსულტაციო და სამეთვალყურეო საბჭოების წევრია; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს სამრეწველო ობიექტების გამართულ მუშაობაში, მათ შორის "საქკაბელის", ბათუმის ელექტროურიკების, თბილისის ჩარხმშენებელი, ელმავალმშენებელი, ქუთაისის მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების და სხვა ქარხნების მშენებლობასა და მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფაში; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს 1987-1990 წლების სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში; ხელმძღვანელობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს გამოფენების მოწყობას; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ-საზღვარგარეთულლი ეკონომიკური კავშირების განვითარებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.729; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.189 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |