The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კაციტაძე

თამაზ კაციტაძე
დაბადების თარიღი:1939
გარდაცვ. თარიღი:2000  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1967 წელს.

1967-1969 წწ. მუშაობდა გომის საუბნო ლაბორატორიის გამგედ; 1969-1970 წწ. ხაშურის რაიონული პოლიკლინიკის ექიმად; 1970-1971 წწ. ლენინგორის რაიონული პოლიკლინიკის ექიმად; 1971-1977 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიიის კათედრის ასისტენტი; 1977-1979 წწ. თბილისის პირველი სამედიცინო სასწაცლებლის პრაქტიკის ხელმძღვანელი, 1979-1986 წწ. ამავე სასწავლებლის დირექტორი; 1986-1992 წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო განათლების მეთოდური კაბინეტის გამგე; 1992-1995 წწ. მეთოდური ცენტრის დირექტორი, პარალელურად, 1999 წლამდე იყო ზ. კახიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი, 1999 წლიდან გარდაცვალებამდე - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდური სამმართველოს უფროსის მოადგილე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.95

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საშუალო და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სახელმძღვანელოსათვის - "ადამიანის ანატომია ფიზიოლოგიით და პათოლოგიით"(გამოცემულია თბილისში 1994 წელს).

გააზიარე: