შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ხუციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1981 წელს. 1981 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საპროექტო ინსტიტუტ "კავკასტრანსპროექტში" ინჟინრად; 1985-1989წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1989-1990წწ. სამშენებლო ტრესტ "საქტრანსმშენის" საწარმოო განყოფილების უფროსად; 1990-1999წწ. ხელმძღვანელობდა ტრესტ "საქტრანსმშენის" N692 სამმართველოსა და N3 ფილიალს; 1999 წლიდან სს "ტრანსმშენის" გენერალური დირექტორი იყო; მონაწილეობდა "მარაბდა-ახალქალაქის" ახალი ხაზის ურთულესი საუღელტეხილო მონაკვეთის, სადგურების წალკა, თრიალეთი, თაფარავანის გადასარბენების, თბილისის სარკინიგზო ვაგზლის, სურამის უღელტეხილის მეორე ლიანდაგების, წმ. სამების ტაძრის (თბილისში, ვაკეში), "ლოკომოტივის" სტადიონის სპორტული კომპლექსის, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ობიექტების მშენებლობაში; ასევე სამტრედიის კვანძის განვითარების (რეკონსტრუქცია), შავისზღვისპირა რკინიგზის ხაზის დაცვა-გამაგრებისა და "მარაბდა-ახალქალაქის" ახალი ხაზის დაპროექტებაში; აქტიურად იყო ჩართული საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლებისა და აფხაზეთის ომის დროს (ქ. სოხუმსა და მის შემოგარენში) დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.731; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.288 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |