The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ხუციშვილი

ილია ხუციშვილი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი  სპეციალობით სამშენებლო ნაწარმისა და კონსტრუქციების წარმოება 1972 წელს.

1972-1074წწ. საქმთავარენერგოს სპეცტრესტის ინჟინერი; 1973-1978წწ. ქ-ნა „ელექტროშემდუღებლის“ კომკავშირის კომიტეტის მდივანი, კომკავშირის ცკ-ის ინსტრუქტორი, კომკავშირის საქარხნო რაიკომის პირველი მდივანი;1978-1982წწ. კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, პირველი მდივანი, კომკავშირის ცკ-ის მდივანი, მეორე მდივანი; 1982-1983წწ. პარტიის 26 კომისრის რაიკომის პირველი მდივანი; 1983-1990წწ. საბურთალოს რ-ის ფორმირების საორგანიზაციო ბიუროს თავმჯდომარე, რაიკომის პირველი მდივანი; 1990-1992წწ. სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილე; 1992-1993წწ. შპს "ბესტის" ვიცე -პრეზიდენტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან, დამოუკიდებელი დეპუტატი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მონაწილეობდა კომკავშირული ქალაქის, N4 პოლიგრაფიული კომბინატის, ფიზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის, თბილისის ტელევიზორების ქარხნის მშენებლობაში; არის მარშალ გელოვანის გამზირისა და აეროპორტის ავტოსტრადის რეკონსტრუქციის პროექტების ავტორი და ხელმძღვანელი, სტიქიით დაზარალებული აჭარისა და სვანეთის მოსახლეობისთვის ახალი დასახლებების მშენებლობის მონაწილე; შრომით საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.731; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 414

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თვითმმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (1997-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1995-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ამომრჩეველი", წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მამული", წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მრეწველები", წევრი (1999-2004)

გააზიარე: