The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქართლოს ხოტივარი

ქართლოს ხოტივარი
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:13 დეკემბერი, 1980  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1957 წელს და კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის (ვგიკ-ის) სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილება (ა. ზგურიდის სახელოსნო) 1967 წელს.

1959-1964წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად, 1968-1971წწ. საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში. მიხეილ ზოშჩენკოს მოთხრობის მოტივების მიხედვით გადაიღო ტელენოველა "სერენადა" (1968) და ფილმი ესპანელი ანონიმი ავტორის მოთხრობის "კასარილიო ტორმესელის თავგადასავალის" მიხედვით. გიორგი ლეონიძის  მოთხრობის "სოფლის შარაგზაზე" მოტივების მიხედვით დაიწყო სრულმეტრაჟიანი ფილმის "ლაზარეს თავგადასავალის" გადაღება, რომელიც მისმა ძმამ-კინორეჟისორმა რამაზ (ბუბა) ხოტივარმა დაასრულა. კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 224; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - ადელაიდას ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ვერცხლის პრიზი
    ფილმისთვის "სერენადა"

გააზიარე: