The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ჯაბუა

გრიგოლ ჯაბუა
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1929  (94 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ბორჯომის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1952წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში "საქსახპროექტი" და 1952-1953წწ. "ქუთოლპროექტი" პროექტის მთავარ არქიტექტორად; მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1976-1985წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, არქიტექტურის ფაკულტეტის დოცენტი, აკადემიის სამხატვრო საბჭოს წევრი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: დრამატული თეატრი და "საჭაშნიკე" ქ. თელავში, კინოთეატრი "კარიბჭე" (მცხეთაში), "გამარჯვება" (გორში), მწერალთა შემოქმედებითი სახლი-პანსიონატი "ლიტფონდი" (სოხუმში), სსრკ ჟურნალისტთა და კინემატოგრაფისტთა დასასვენებელი სახლი (ბიჭვინთაში), სასტუმრო (ყვარელში), სანატორიუმის კომპლექსი (ლიკანში), ადმინისტრაციული სახლები (სოხუმში, ქარელში და სხვ.); სხვადასხვა დროს კონკურსებში გამარჯვებულ მის ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია: 240-ადგილიანი საბავშვო ბაღი (I პრემია), ტიპური სახლების საკავშირო მასშტაბის კონკურსი (II პრემია), ადმინისტრაციული სახლი რუსთაველის მოედანზე ქ. თბილისში (II პრემია) და სხვა; არის სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი და საბჭოთა კავშირის 1982 წლის საუკეთესო პროექტის ავტორი; დაჯილდოებულია საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.732

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: