შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია ჯაბუა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1963წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" წყალსადენისა და კანალიზაციის განყოფილების ინჟინრად; 1963-1985წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს საპროექტო ბიუროში წყალსადენისა და კანალიზაციის განყოფილების გამგედ; 1985-1996წწ. სსი "საქაგრომრეწვმშენსახპროექტის" განყოფილების გამგედ; 1996 წლიდან იყო სს "გორგასლის" წყალსადენისა და კანალიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების გენგეგმებისა და ცალკეული ქალაქმშენებლობითი ობიექტების, საქართველოსა და კავკასიის ქვეყნების სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების, მათ შორის - ფოთისა და კახეთის ზონის საექსპორტო წყალსადენების, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების წყალსადენისა და კანალიზაციის ნაწილის დაპროექტებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.732
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |