The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ჯაბუა

შალვა ჯაბუა
დაბადების თარიღი:1907  (118 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტი 1931 წელს.

1931-1939წწ. მუშაობდა ლენონგრადის სამშენებლო ტრესტ "ლენმოსტსტროიში"; 1939-1946წწ. მონაწილეობდა ფინათისა და II მსოფლიო ომებში; 1946 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (სამეცნიერო ნაწილში), საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") და საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოების წევრი; მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა სეისმომედეგი კონსტრუქციები აგურის, მსხვილბლოკური და მსხვილპანელიანი სახლებისათვის; მონაწილეობდა ვოლოდარსკის და ლეიტენანტ შმიდტის სახელობის ხიდების მშენებლობაში (მდინარე ნევაზე), მიწისძვრების შედეგთა ინჟინერულ გამოკვლევაში, სეისმომედეგი მშენებლობის ნორმების დადგენაში; იყო ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; გამოქვეყნებული აქვს 50-მდე ნაშრომი, მათ შორის, 14 მონოგრაფია; მიღებული ჰქონდა საბრძოლო ორდენები და მედლები, სხვა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.732-733

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: