The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე აკობია

პავლე აკობია
სხვა სახელი:თავისუფალი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1878
გარდაცვ. თარიღი:14 აპრილი, 1940  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა ზუგდიდის სამოქალაქო ექვსკლასიანი საწავლებელი 1896 წელს.

1899 წელს, სამხედრო სამსახურის უარყოფის გამო, წელიწადნახევარი რუსეთში, დისციპლინარულ ბატალიონში იმყოფებოდა. 1904-1905 წწ. თბილისში მონაწილეობდა არალეგალურ კრებებსა და პარტიულ კამათებში, ხშირად გამოდიოდა სიტყვით. 1904 წელს, კ. თათარიშვილის (უიარაღო) სახლში მოწვეულ კრებას გააცნო თავისი ნაშრომი: "მიმართვა კაცობრიობისადმი", შემდეგ ამ მიმართვას სახელი შეუცვალა და უწოდა "წინასწარმეტყველური პროგნოზი თანამედროვე გარდამავალი ეპოქისა". 1903 წლიდან ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა მისი მეგრული ლექსები: "ჩელა", "სესია", "დიხა", "გაჭირვება და თავისუფლება" (1904 წელს გამოიცა ბეჭდური სახით). 1905 წელს ზუგდიდის სამოქალაქო სასწავლებლის მოსწავლეები ააჯანყა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩააბა, რისთვისაც დააპატიმრეს. სპირიდონ კედიასთან, ლეო შენგელაია-ქიაჩელთან და იასონ ჩიჩუასთან ერთად ზუგდიდის მაზრაში დააარსა "სამეგრელოს რევოლუციური კომიტეტი". 1905 წლიდან თანამშრომლობდა სოციალ-ფედერალისტთა გაზეთთან. 1905-1909 წწ. წერდა პოლიტიკური შინაარსის წერილებს. ეროვნული საკითხის შესახებ დიდი ბრძოლა გადაიტანა სოციალ-დემოკრატებთან (მენშევიკებთან). 1898-1909 წწ. "ზუგდიდის რესპუბლიკის საქმის"  განხილვის დროს პავლე აკობია რუსეთისა და საქართველოს სხვადასხვა ციხეში იჯდა (შერაცხული იყო სულით ავადმყოფად, 13 თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა). 1910 წელს სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს. 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ განთავისუფლდა. მას ეკუთვნის  სიმღერა "ბუბა ქაქუჩელას" სიტყვები. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.96

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , ნამდვილი წევრი (1908-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: