შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ნემსაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1978 წწ. მუშაობდა ზესტაფონის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგად; 1979-1984 წწ. ლენინგრადის ნ. პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი, ასპირანტი; 1984-1985 წწ. საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქირურგი-ონკოლოგი; 1985-1989 წწ. ამავე ცენტრის პროქტოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1989-1994 წწ. ცენტრის აბდომინალური და პროქტოლოგიური სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1994 წლიდან იგი საქართველოს ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის მამოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.100; geodoc.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |