შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ჯავახია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების, ხიდებისა და აეროპორტების მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1963-1972წწ. შრომით საქმიანობა დაიწყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო ბიუროში ინჟინრად; შემდეგ მუშაობდა ლაბორატორიის ხელმძღვანელად, იყო ამავე სამინისტროს ერთ-ერთო ორგანიზაციის უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1973 წელს გადაიყვანეს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგზაო მეურნეობის სამმართველოს N12 საგზაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსად კრწანისის რაიონში, რომელსაც ხელმძღვანელობდა წლების განმავლობაში; მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით განხორციელებულ ობიექტებს შორის აღსანიშნავია თბილისის აეროპორტის I კატეგორიის ავტოსტრადა, კრწანისისა და გორგასლის ქუჩები, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ავტომაგისტრალი და სხვა; დაჯილდოებულია საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.733
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |