The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ჯაველიძე

აკაკი ჯაველიძე
Date of birth:1938  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962 წელს.

1962 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო საავტომობილო გზების საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "თბილსახავტოგზაპროექტში"; გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური, რიგითი ინჟინრიდან ინსტიტუტის დირექტორამდე; იყო მრავალი ხიდისა და ხელოვნური ნაგებობების (საავტომობილო გზაზე) პროექტის ავტორი და მთავარი ინჟინერი, მათ შორის მდინარე მტკვრის გასწვრივი ესტაკადისა ზაჰესთან, ლოჭინისა და წიწამურის ხევებზე აგებული ესტაკადებისა, ერთ-ერთი დიდი სამდინარო ხიდისა (500 მ-მდე) საქართველოში (ჭოროხზე, ქ. ბათუმთან), დიდი და საშუალო სამდინარო ხიდებისა ნარინსა და ნიულჩაზე (ყირგიზეთში), ავღანეთის საზღვრის გასწვრივი ხიდებისა, მაღალმთიან ავტოგზაზე (ტაჯიკეთში) და სხვა; მივლინებული იყო ავღანეთსა და კუბაში, საგზაო ნაგებობების დაპროექტებასა და კადრების მომზადებაში ტექნიკური დახმარების აღმოჩენის მიზნით; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.734; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.35

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Share: