Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ მაჩხოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მიგრიაულთა, დუშეთის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1968 წწ. მუშაობდა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს ცენტრალურ ლაბორატორიაში I კატეგორიის ლაბორანტის თანამდებობაზე; 1966-1968 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1968-1987 წწ. იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; აქვე დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები; 1987-2005 წწ. რ. მაჩხოშვილი იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის გამგე, ხოლო 1993 წლიდან - მის მიერვე დაარსებული ქიმიის სამეცნიერო და სამეცნიერო-მეთოდური კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1988). წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.103; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 602-603 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |