Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შურა ჯაველიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1941 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; დემობილიზაციის შემდეგ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა ქ. მოსკოვში, სადაც დაამთავრა ასპირანტურა და იქვე დაიწყო შრომითი საქმიანობა; ქ. მოსკოვში მოღვაწეობის პერიოდში მუშაობდა საპროექტო ორგანიზაციაში; მონაწილეობდა ქ. მოსკოვის მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტირებაში; 1962 წელს დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი"), სადაც მუშაობდა ტექნიკური განყოფილების გამგედ; მონაწილეობდა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების ახალი კონსტრუქციული სქემების, უნიფიცირებელი ნაკეთობებისა და ტიპური პროექტების შემუშავებაში; 1976-1989წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკურორტპროექტში" ტექნიკური განყოფილების გამგედ; მონაწილეობდა მნიშვნელოვანი საკურორტო დანიშნულების ობიექტებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების პროექტირებაში; მიღებული ჰქონდა საუწყებო საპატიო სიგელები და ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.734
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |