Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ ჯაკობია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა ამიერკავკასიის მიმოსვლის გზების ინჟინერთა ინსტიტუტის საავტომობილო გზების ფაკულტეტი, საავტომობილო გზების მშენებელი ინჟინრის კვალიფიკაციით 1936 წელს. 1936-1937წწ. იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში; 1938-1941წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების სამმართველოში დამპროექტებელ ინჟინრად, სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის უფროსად; 1941-1944წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში და მუშაობდა აეროდრომების სამშენებლო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური და საგეგმო განყოფილების უფროსად; 1944-1973წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საგზაო საექსპლუატაციო უბნის უფროსად, "ქუთაისი-მცხეთა-ვლადიკავკაზის" საავტომობილო გზების სამმართველოს უფროსად; 1973-1996წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს აპარატში ტექნიკური სამმართველოს უფროსად; იყო სამეცნიერო ტექნოლოგიური ინსტიტუტის "საქგზამეცნიერების" მთავარი სპეციალისტი და ამავე დროს მიწვეული იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო გზების კათედრაზე ლექტორად, სადიპლომო კომისიის თავმჯდომარედ; დაჯილდოებული იყო მრავალი მედლით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.734-735 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |